1. პროექტის სახელწოდება:
სამი უძველესი წარწერა ქართულ დამწერლობაში – ბოლნისის სიონის წარწერების კვალდაკვალ
2. პროექტის მთავარი
იდეა: ბოლნისის სიონის
უძველესი ქართული წარწერების გაცნობა.
3. პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები არ იცნობენ უძველეს ქართულ წარწერებს, არ იციან მათი შექმნის თარიღი, მნიშვნელობა
და შინაარსი.

5. მონაწილეთა ასაკი:
14–15 წელი.
6. ვადები/ხანგრძლოვობა:
2 თვე.
8. პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები:
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,ტ.2, გვ.254, თბ. 1977წ.
შანიძე აკ. ბოლნისის წარწერები. თბ. 1975წ.
მაჭავარიანი ელ. ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა.
თბ. 1985წ.
ინტერნეტ–მასალები.
9. პროექტის მსვლელობა:
·
მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, გავუნაწილებ დავალებებს
( I
ჯგუფი – ექსკურსიის მარშრუტის შედგენა; II
ჯგუფი – ექსკურსიის ორგანიზება; III ჯგუფი – მასალების წინასწარი მოძიება როგორც ტაძრის,
ასევე წარწერების შესახებ).
·
მოაწყობენ ექსკურსიას ბოლნისში, გაეცნობიან სიონის ტაძრის წარწერებს,
მოამზადებენ ფოტომასალას.
·
ძველი ქართული ანბანის გამოყენებით I ჯგუფი გაშიფრავს უძველესი წარწერების შინაარსს, II
ჯგუფი მოახდენს მოპოვებული მასალის კატეგორიზებას, III ჯგუფი კი მოამზადებს
სლაიდშოუს პრეზენტაციისათვის.
·
მოსწავლეები შექმნიან საონფერენციო თემებს, ჩაატარებენ
კონფერენციას.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ
სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·
ისტორია
– გაიღრმავებენ ცოდნას V საუკუნის საქართველოს შესახებ.
·
ხელოვნება – ხელოვნების მასწავლებელი გააცნობს ბავშვებს
ბოლნისის სიონის ტაძრის არქიტექტურასა და სპეციფიკას.
ე.
ს. გ. – X.I; X.2; X.3;
X.4; X.5.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან შარიქაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
qetevan.sharikadze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:
No comments:
Post a Comment