Saturday, December 22, 2012

"ლექსო, არ დაიკარგები!"



1.   პროექტის სახელწოდება: "ლექსო, არ დაიკარგები!"

2.   პროექტის მოკლე აღწერა: ხალხური ზეპირსიტყვიერების შესწავლა - ეს არის ერის ფასეულობებისა და კულტურის შეცნობის ერთ-ერთი გზა. მოსწავლეები დაინტერესდებიან ხალხური პოეზიითა და ხელოვნებით, გაიცნობენ სხვადასხვა კუთხის ფოლკლორს, მოახდენენ მათ შედარება-ანალიზს. ბლოგის შექმნის საშუალებით კი შეიძენენ "IT" ტექნოლოგიების ახალ უნარ-ჩვევებს.

3.   პროექტის სრული აღწერა: პროექტის მონაწილეები მოიძიებენ და გააანალიზებენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური პოეზიის ნიმუშებს, გამოიკვლევენ და დაკვირდებიან სხვადასხვა რიტუალებს,  შეაგროვებენ ვიდეო მასალას და ჩამოართმევენ ინტერვიუს ახლობლებს, უხუცეს ადამიანებს. საინფორმაციო წყაროდ გამოიყენებენ ხალხური პოეზიის სხვადასხვა გამოცემას. გაეცნობიან ხალხური პოეზიის მკვლევართა ნაშრომებს, მოახდენენ მოძიებული მასალის კატეგორიზაციას, დააჯგუფებენ თემატიკის მიხედვით, შექმნიან ნაშრომებს და წარმოადგენენ კონფერენციაზე.





4.   მონაწილეთა ასაკი: 14 - 15 წელი.

5.   ვადების ხანგრძლივობა: ნებისმიერი 2 თვე სასწავლო წლის განმავლობაში.

6.   პროექტის საჭირო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება დამხმარე ლიტერატურისა და ინტერნეტის საშუალებით. ძირითადი საკითხების გამოყოფა ინტერვიუებისა და კითხვარების მეშვეობით. დისკუსია, პრეზენტაცია, თემების გადანაწილება და ნაშრომების შესაქმნელად ჯგუფური მუშაობა. კონფერენციის ორგანიზება, ბლოგის შექმნა და გაფორმება.

7.   სამუშაო ენა: ქართული.

8.   საგნებთან (საგნობრივ ჯგუფებთან), ეროვნულ გეგმასთან კავშირი:     
ქართული - მოზარდებს გამოუმუშავდებათ ხალხური კულტურისადმი პატივისცემა, შეუყვარდებათ კითხვა, ჩამოუყალიბდებათ ხალხური ნაწარმოების ესთეტიკური აღქმისა და შეფასების უნარი.
საინფორმაციო ტექნოლოგიები - ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო ინფორმაციას, გალერეაში ატვირთავენ ფოტოებს, შექმნიან ბლოგს.
მუსიკა - შეარჩევენ და მოიძიებენ იმ ნაწარმოებს, რომელიც დასჭირდებათ ხალხური ლექსის უკეთ გააზრებისთვის.

9.   მოსალოდნელი შედეგები: გაიმდიდრებენ ცოდნას ხალხური პოეზიის შესახებ, აღიქვამენ წინაპართა უძველეს რიტუალურ ჩვევებს, დახვეწენ მეტყველებას, განუვითარდებათ აზროვნება, წარმოსახვა და შემოქმედებითი უნარი, გამოუმუშავდებათ საინფორმაციო წყაროს სახით წიგნისა და სხვა ბეჭდური მასალების გამოყენების უნარი.შექმნიან საკონფერენციო ნაშრომებს, დახვეწენ ისტ ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებს, შექმნიან ბლოგს, კომენტარებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით პროექტის მსვლელობაში ჩართავენ სხვა სკოლის მოსწავლეებსაც, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ურთიერთთანამშრომლობას.


10.   სარგებელი სხვებისთვის: ჩატარდება კონფერენცია, რომელზეც მოწვეულნი იქნებიან სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები, პროექტის მონაწილეები  თავიანთ მოძიებულ მასალას გააცნობენ თანატოლებსა და მასწავლებლებს, ბლოგზე განთავსებული ინფორმაცია კი ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეთა ფართო წრისათვის და მათ შეეძლებათ ამ მასალის სასწავლო მიზნებისათვის გამოყენება. 

Friday, December 21, 2012

სამი უძველესი წარწერა ქართულ დამწერლობაში


1. პროექტის სახელწოდება: სამი უძველესი წარწერა ქართულ დამწერლობაში – ბოლნისის სიონის წარწერების კვალდაკვალ

2. პროექტის მთავარი იდეა:  ბოლნისის სიონის უძველესი ქართული წარწერების გაცნობა.

3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები არ იცნობენ უძველეს ქართულ წარწერებს, არ იციან მათი შექმნის თარიღი, მნიშვნელობა და შინაარსი.

4. პროექტის მიზნები: ბოლნისის სიონის წარწერების გაცნობა და გაშიფვრა. ტაძრის არქიტექტურისა და სპეციფიკის გაცნობა. V საუკუნის საქართველოს კულტურული ვითარების შესახებ ცოდნის მიღება, ეროვნული თვითშეგნების ამაღლება; დაკვირვების, ანალიზის, თანამშრომლობითი და საკომუნიკაციო, ასევემოძიებულიმასალების კომპიუტერულად დამუშავების უნარ–ჩვევების განვითარება.

5. მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.

6. ვადები/ხანგრძლოვობა: 2 თვე.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას: გაეცნობიან საკუთარი ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას; შექმნიან საკონფერენციო თემებს, სლაიდ–შოუს ტაძრის არქიტექტურის შესახებ, ბლოგზე განათავსებენ ფოტო და ვიდეომასალას.

8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ქართული საბჭოთა ენციკლოპედია,ტ.2, გვ.254, თბ. 1977წ.
შანიძე აკ. ბოლნისის წარწერები. თბ. 1975წ.
მაჭავარიანი ელ. ბოლნისის სიონის სამშენებლო წარწერა. თბ. 1985წ. 
ინტერნეტ–მასალები.

9. პროექტის მსვლელობა:
·         მოსწავლეებს დავყოფ ჯგუფებად, გავუნაწილებ დავალებებს (  I ჯგუფი – ექსკურსიის მარშრუტის შედგენა;  II ჯგუფი – ექსკურსიის ორგანიზება; III ჯგუფი – მასალების წინასწარი მოძიება როგორც ტაძრის, ასევე წარწერების შესახებ).
·         მოაწყობენ  ექსკურსიას  ბოლნისში, გაეცნობიან სიონის ტაძრის წარწერებს, მოამზადებენ ფოტომასალას.
·         ძველი ქართული ანბანის გამოყენებით I  ჯგუფი გაშიფრავს უძველესი წარწერების შინაარსს,  II ჯგუფი მოახდენს მოპოვებული მასალის კატეგორიზებას, III ჯგუფი კი მოამზადებს სლაიდშოუს პრეზენტაციისათვის.
·         მოსწავლეები შექმნიან საონფერენციო თემებს, ჩაატარებენ კონფერენციას.
  
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
·         ისტორია     – გაიღრმავებენ ცოდნას V საუკუნის საქართველოს შესახებ.
·         ხელოვნება – ხელოვნების მასწავლებელი გააცნობს ბავშვებს ბოლნისის სიონის ტაძრის არქიტექტურასა და სპეციფიკას.
             . ს. გ. – X.I;   X.2;  X.3;  X.4;  X.5.

11. პროექტის ხელმძღვანელი:  ქეთევან შარიქაძე.
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: qetevan.sharikadze@gmail.com
13. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი: